რა განიხილეს კობახიძემ და პოროშენკომ კიევში?

© FB / Parliament of Georgia უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ვიზიტისას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები აღნიშნა

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო გეგმბზე იმსჯელეს, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კობახიძე უკრაინაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით 17 იანვარს გაემგზავრა. პოროშენკოს გარდა, ის უკვე შეხვდა თავის კოლეგას ანდრიი პარუბის და პრემიერ-მინისტრ  ვოლოდიმირ გროისმანს.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რასაც ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ეფუძნება. საუბარი შეეხო საერთო გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე მექანიზებული ბრიგადა - Sputnik საქართველო
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში „ქართული ლეგიონის“ არსებობა უარყვეს

მხარეებმა განიხილეს სტრატეგიულ ურთიერთობათა დამყარების შესახებ დეკლარაცია და პარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღნიშნული დეკლარაცია მხარეებმა თბილისში 2017 წლის ივლისში, პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტისას გააფორმეს.

„ასეთი მაღალი დონე უკრაინასა და საქართველოს შორის თანამშრომლობისადმი ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს მოწმობს… უკრაინა და საქართველო ორმხრივ თანამშრომლობაში კარგ დინამიკას აჩვენებენ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისათვის ფართო პერსპექტივები გაგვაჩნია, კერძოდ, პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით“, — ციტირებს კობახიძეს უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოზიციების მჭიდრო კოორდინაციას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა PACE-ში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

პოროშენკომ და კობახიძემ ასევე განიხილეს უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავის ერთობლივი აღნიშვნის საკითხი, რაც 4 ივლისს არის დაგეგმილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კიევში კობახიძეს სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხი არ განუხილავს

ქართულ მედიაში არაერთხელ გავცელებულა ინფორმაცია კობახიძის კიევში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექტრადიციის საკითხის შესაძლო განხილვის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არაქტუალურია. მისი თქმით, ეს საკითხი სამართლებრივ კონტექსტში უნდა წყდებოდეს.

რამდენიმე დღით ადრე კიევს ესტუმრა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, რომელმაც უკრაინის მთავარ პროკურორ იური ლუცენკოსთან შეხვედრა გამართა. თუმცა ინფორმაციაში, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა, ნათქვამი იყო, რომ, მხარეებმა ექსტრადიციის საკითხები განიხილეს, ვის ექსტრადიციაზე იყო საუბარი, არ დაკონკრეტებულა.

სააკაშვილი, რომელმაც საქართველო  2013 წლის ნოემბერში დატოვა,  სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ცნეს დამნაშავედ. საქართველომ უკრაინას მისი დაკავებისა და ექსტრადაციის თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა, სანამ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, უკრაინის მხარე ამ მოთხოვნას უარით პასუხობდა. ამჯერად სააკაშვილი უკრაინელი ოპოზიციონერია, რომლის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურამ აღძრა საქმე, ხოლო საქართველოში „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სამი წლით პატიმრობა შეუფარდა.


ყველა ახალი ამბავი
0