ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთს ეწვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთში ქვეყნის უმაღლეს ოფიციალურ პირებს შეხვდება

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-23 იანვარს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ქვეყნის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარე ნიგმატილა იულდოშევთან და საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარე ნურდინჟონ ისმოილოვთან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
რა განიხილეს კობახიძემ და პოროშენკომ კიევში?

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები უზბეკეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაზიზ კამილოვთან, ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიმ ახმედხაჯაევთან, ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიზ აბდუხაკიმოვთან და სამარყანდის ოლქის მერთან, ტურაბჟონ ჯურაევთან.

ირაკლი კობახიძე აგრეთვე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის საფლავსა და დამოუკიდებლობისა და ჰუმანიზმის მონუმენტს ყვავილებით შეამკობს და დაათვალიერებს სამარყანდის ღირსშესანიშნაობებსა და თემურიდების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმს, ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად უზბეკეთში გაემგზავრებიან ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.


ყველა ახალი ამბავი
0