აზერბაიჯანის ცესკო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

CC BY 2.0 / Nick Taylor / Government House, Bakuპარლამენტი, აზერბაიჯანი, ბაქო
პარლამენტი, აზერბაიჯანი, ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში ამომრჩეველთა სიების დაზუსტება მიმდინარეობს

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების შესახებ განაცხადა, იუწყება РИА Новости.

მანამდე აზერბაიჯანში 2018 წლის 17 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა, რადგან ამ დღეს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის ილჰამ ალიევის ხუთწლიანი ვადა 2018 წლის ოქტომბერში იწურება. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო წლის ოქტომბრის მესამე კვირის მესამე დღე არჩევნების დღედ ითვლება.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო თავისუფლების რეიტინგში სომხეთსა და აზერბაიჯანს უსწრებს

„ახალი წლიდან ამომრჩევლების სიების დაზუსტება მიმდინარეობს. შეგროვებული ინფორმაცია ოლქებს გადაეცემა. ოლქებში განხილვის შემდეგ მთელი ინფორმაცია გადაეცემა ცესკოს. მაისის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დავასრულოთ და სიები როგორც ოფიციალური დოკუმენტი დამტკიცდება“, — განუცხადა ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ მაზაჰირ პანახოვმა.

2016 წლის სექტემბერში კონსტიტუციაში შესული ცვლილებების თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი შვიდი წლის ვადით აირჩევა.


ყველა ახალი ამბავი
0