საქართველო თავისუფლების რეიტინგში სომხეთსა და აზერბაიჯანს უსწრებს

გამოწერა
Freedom House-ის თავისუფლების რეიტინგში საქართველომ მიიღო 64 ქულა, სომხეთმა - 44, თურქეთმა 32, რუსეთმა - 20, ხოლო აზერბაიჯანმა - 12

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველომ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში „თავისუფლება მსოფლიოში 2018. დემოკრატია კრიზისში" 100-იდან 64 ქულა და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

კვლევაში შევიდა 195 ქვეყანა და 14 ტერიტორიული წარმონაქმნი, რომელთა შორისაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

თავისუფლების მაჩვენებელი კვლევაში მოიცავს სამ კომპონენტს — თავისუფლების რეიტინგს, პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს. Freedom House-მა საქართველოს სამივე კომპონენტი შვიდიდან სამი ქულით შეაფასა, სადაც შვიდი უარესი მაჩვენებელია და ერთი — საუკეთესო.

ჟურნალისტები პრესკონფერენციაზე - Sputnik საქართველო
Freedom House: საქართველოში ნაწილობრივ თავისუფალი მასმედიაა

საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლები ჰქონდა 2017 წელსაც.

თავისუფლების მხრივ საქართველომ რეგიონში ყველა მეზობელს გაუსწრო. Freedom House-ის ანგარიშით, ასევე ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა სომხეთი, მაგრამ ორგანიზაციამ მას 44 ქულა მიანიჭა (100 ქულა — საუკეთესოა). აზერბაიჯანმა მხოლოდ 12 ქულა მიიღო და არათავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა.

ანალოგიურადაა რუსეთის საქმეც — 20 ქულა. ოდნავ უკეთესი მაჩვენებელი აქვს თურქეთს, მაგრამ ასევე არათავისუფალი ქვეყნების სიაშია.

ნაწილობრივ თავისუფალია უკრაინა — 62 ქულა.

თავისუფლების დონით რეიტინგის სათავეში დგანან ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი — მათ ქულების მაქსიმალური რაოდენობა (100) დააგროვეს. ყველაზე უარესი მდგომარეობაა სირიაში — 1 ქულა.

სოციალური ქსელი „ფესიბუქი - Sputnik საქართველო
საქართველო ინტერნეტ-სივრცეში რეგიონის ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა

ამასთან, საქართველო ავღანეთთან, ანგოლასთან, ერაყთან, მაკედონიასთან, მექსიკასთან, საუდის არაბეთთან, აშშ-თან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან და უზბეკეთთან ერთად მოხვდა იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელთა დაკვირვებაც აუცილებელია.

გასული წლების რეიტინგების მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსს 1998 წლიდან ინარჩუნებს.

Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების გაფართოებაზე მთელ მსოფლიოში ზრუნავს. ორგანიზაცია აანალიზებს თავისუფლების პრობლემებს, გამოდის უფრო ფართო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხარდაჭერით და ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს.

Freedom House 1941 წელს დაარსდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0