ავლაბარში წყლის მილის დაზიანების გამო სამი ოჯახი დაიტბორა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავლაბარი
ავლაბარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი გამთენიისას მოხდა

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თბილისში, ავლაბარში წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, 3 ოჯახი დაიტბორა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

წურწუმიას ქუჩაზე მილი დღეს, დილის 5 საათზე გასკდა.

შტორმი ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში შტორმის შედეგებს ებრძვიან

ადგილობრივების განცხადებით, ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ. 

მათივე ინფორმაციით, გამგეობისა და კომპანია Georgian Water and Power-ის თანამშრომლები დატბორილ ტერიტორიაზე მხოლოდ დილით გამოჩნდნენ. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ისნის რაიონის გამგებლის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ზარალს Georgian Water and Power-ი აანაზღაურებს. მისი თქმით, ზარალის დამთვლელი კომისია ოჯახებისათვის მიყენებულ ზარალს დაითვლის, ხოლო გამგეობა ზედამხედველობას გაუწევს და საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0