ბათუმში შტორმის შედეგებს ებრძვიან

© Sputnik / Seyran Baroyanშტორმი ბათუმში
შტორმი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაწმენდითი სამუშაოები ხვალ, დღის ბოლომდე დასრულდება

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებულ ბულვარს ასუფთავებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბათუმში, წუხელ, გვიან ღამით ძლიერი შტორმი იყო.

ბულვარში, ახალი სანაპირო ზოლის გაწმენდა დღეს, დილის 06:00 საათიდან დაიწყო.  შტორმმა სანაპირო ზოლზე  დიდი ოდენობით ქვიშა, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და სხვა სახის ნაგავი გამორიყა.

გაწმენდით სამუშაოებს ბათუმის სანიტარული დასუფთავებისა და ბულვარის სამსახურები აწარმოებენ.

მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად დაათვალიერა.

ყველა ახალი ამბავი
0