Human Rights Watch-მა საქართველოზე ანგარიშის ნაწილი მედიის თავისუფლებას დაუთმო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliვიდეოკამერა
ვიდეოკამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Human Rights Watch-მა საქართველოზე ანგარიშში მედიის დამოუკიდებლობის, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების, ბავშვთა უფლებების და სხვა საკითხებს შეეხო

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა დაასახელა 2017 წელს საქართველოში მომხდარი მთავარი მოვლენები, რომლებმაც საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია.

Human Rights Watch — არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს, კვლევას და ადამიანი უფლებების დარღვევის დოკუმენტირებას მსოფლიოს 70–ზე მეტ ქვეყანაში.  ორგანიზაციის შტაბ–ბინა აშშ–ში მდებარეობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის საქმე: ევროპის სასამართლოს კითხვები გაუჩნდა

კერძოდ, ივნისის რეზოლუციაში ევროპარლამენტმა დაგმო აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება, რომელიც საქართველოში 2017 წლის მაისში მოხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოში დააპატიმრეს და მას ბრალად ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთა, კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. გასულ კვირაში სასამართლომ მუხთარლის ექვსი წლით პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებისა და მისი „აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის“ ფაქტის ეფექტური გამოძიებისკენ და დამნაშავეების პასუხისმგებლობისკენ.

როგორც ცნობილია, მომხდარის შემდეგ კონტრდაზვერვისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსები თანამდებობებიდან მოხსნეს.

ევროპაში მედიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ იანვრის რეზოლუციაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოხატა შეშფოთება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) მფლობელობის საკითხზე დავასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა „სახელმწიფო და კერძო მედია-საშუალებების დამოუკიდებლობისა და მრავალფეროვნების გაძლიერების გაგრძელებისკენ“.

მარტში, როდესაც უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეარხი Rustavi2 ყოფილ მფლობელს გადაეცა, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, მედიის დამოუკიდებლობასა და პლიურალიზმზე იზრუნოს.

დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
საქართველოში გატაცებულ მუხთარლის აზერბაიჯანში 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

შემაჯამებელ შენიშვნებში საქართველოზე, რომლებიც მარტში გამოქვეყნდა, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა გარკვეული პროგრესი აღნიშნა, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება. ამასთან გამოიხატა შეშფოთება ფიზიკურ დასჯასთან, სექსუალურ ექსპლუატაციასთანა და ძალადობასთან დაკავშირებით და შშმ და იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით.

საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის აგვისტოს ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაესვა იმ საკითხებს, რომლებიც ამ ორ ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის „თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის“ მნიშვნელობას.

სექტემბერში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენილ მოხსენებაში ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა ხაზი გაუსვა წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის არარსებობას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მედიის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი რეგიონების დათვალიერება შეუძლებელია, კომისარმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრაქტიკა „ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას უტოლდება“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებდა სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც, სავარაუდოდ, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ არის მომხდარი.


ყველა ახალი ამბავი
0