საქართველო დიდი ბრიტანეთისგან 5,5 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს

© Photo: courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaლორდების პალატა დიდ ბრიტანეთში
ლორდების პალატა დიდ ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა ლორდების პალატაში საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. დიდი  ბრიტანეთის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე ბრიტანეთი დამატებით 5,5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას აპირებს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო მინისტრმა ამის შესახებ ლორდების პალატაში თავისი გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატია მდგრადად ვითარდებოდეს საქართველოში. ამისათვის ჩვენ ვაპირებთ გამოვყოთ დამატებით 5,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი. ჩვენ ამ თემებზე ვესაუბრებით საქართველოს ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში, ვესაუბრებით რუსეთს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირის ჩათვლით“, — აღნიშნა მინისტრმა უიმბლდონმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო თავისუფლების რეიტინგში სომხეთსა და აზერბაიჯანს უსწრებს

აჰმად უიმბლდონმა ხაზი გაუსვა საქართველოს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების — გიორგი კვირიკაშვილისა და ტერეზა მეის შეხვედრას, რომელზეც, მისი თქმით,  განხილულ იქნა ბრიტანეთის დახმარების პერსპექტივები საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში.

მან ასევე მხარი საქართველოს მთლიანობას დაუჭირა.

„გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გასულ წელს ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა გაეროს ორ რეზოლუციას, სადაც დაფიქსირებულია, რომ  აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია“, — განაცხადა აჰმად უიმბლდონმა.


ყველა ახალი ამბავი
0