გუდაურის გზაზე 100–მდე ავტომობილია გაჩერებული

© Sputnik / Alexander Imedashviliჟინვალის წყალსაცავი
ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შზღუდვების გამო საქართველოს სამხედრო გზაზე საცობია

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik.  „ყაზბეგი–ზემო ლარსის“ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტთან 100–ზე მეტი  ავტომობილი გზის გახსნის მოლოდინშია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

გზის თოვლისგან გაწმენდა - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო  გზის მონაკვეთზე პოლიცია  ზვავსაშიშროების გამო ავტომობილებს გუდაურის მიმართულებით არ უშვებს: მლეთა–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძლული.

ამასთან, ტელეარხის ინფორმაციით, მიმდებარე სოფლების მოსახლეობა და ავტომობილების მგზავრები აპროტესტებენ  აღნიშნულ შეზღუდვას. რამდენიმე მათგანის განცხადებით, ისინი არა გუდაურში, არამედ ანანურში, ფასანაურსა და სხვა მიმდებარე დასახლებებში მიდიან. შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა მათთვის გაუგებარია. მოქალაქეები პოლიციას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ.

მოქალაქეების საპასუხოდ პოლიცია განმარტავს, რომ ანანურთან ახლოს საცობი შეიქმნა, როს გამოც ჟინვალის წყალსაცავთან დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.


ყველა ახალი ამბავი
0