ვითარება საქართველოს გზებზე: ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა

© Roads Department of Georgiaგზის თოვლისგან გაწმენდა
გზის თოვლისგან გაწმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებებში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„ამავე გზის 134-135-ე კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება", — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვებია დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 1-65-ე კმ (ვაზიანი-შუამთა) მონაკვეთზეც. ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

რაც შეეხება გზის დანარჩენ მონაკვეთებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 


ყველა ახალი ამბავი
0