საქართველოს მკვიდრს გერმანიაში ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად

© photo: Sputnik / Ekaterina Solovyova / გადასვლა მედიაბანკშიგერმანიის პოლიცია
გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას ყაჩაღობისა და მკვლელობის შესახებ, რაშიც ბრალი საქართველოს მკვიდრს აქვს წაყენებული.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე გერმანიაში 59 წლის მამაკაცზე ყაჩაღურ თავდასხმასა და მის მკვლელობაში არიან ბრალდებული, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 გერმანულ მასმედიაზე დაყრდნობით.

საინფორმაციო საშუალების ცნობით, 39 წლის მამაკაცმა და მისმა 46 წლის მეუღლემ დააბეს სახლის მფლობელი და სასტიკად სცემეს. მიღებული ტრავმები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარს შეესწრო დაღუპულის 91 წლის დედა.

იტალიის პოლიცია. - Sputnik საქართველო
ძარცვა ახალი წლის ღამეს: იტალიაში ქართველი დააკავეს

„მთავარი ეჭვმიტანილები ქალაქ ულმიდან არიან, ისინი აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. დაკავებულია 39 წლის ქართველი მამაკაცი და ასევე მისი 46 წლის რუსი მეუღლე. დაკითხვის დროს გამოიკვეთა საკმაოდ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტი, განსაკუთრებით, დაკავებული ქართველის ჩვენებაში. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენებები გვაფიქრებინებს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა", — განაცხადა ქალაქ ულმის პოლიციის პრეს-სპიკერმა ვოლფგანგ იურგენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები და ძვირფასეულობა ჯერჯერობით ვერ იპოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელებს თანამზრახველები ჰყავდათ, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან. თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ამ ოჯახს იცნობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0