ძარცვა ახალი წლის ღამეს: იტალიაში ქართველი დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Maria Eklind / Poliziaიტალიის პოლიცია.
იტალიის პოლიცია. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმა მძარცველმა გაქცევა მოახერხა, მეორე კი დააკავეს

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ბინის ძარცვის ფაქტზე იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველი არხი.

იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
იტალიის პოლიციამ ქუთაისელების დანაშაულებრივი კლანის 28 წევრი დააკავა – ვიდეოკადრები

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორმა მძარცველმა ბინაში შეაღწია და იქ აღმოჩენილი სეიფის გახსნას შეეცადა. მეზობლებმა ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციის თანამშრომლების გამოჩენისთანავე ერთ-ერთმა მძარცველმა გაქცევა მოახერხა. მეორემ პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. შემდეგ ის დააკავეს.

იტალიური მედია ცნობით, ის 42 წლის ქართველი აღმოჩნდა, რომელიც წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი ყაჩაღობისთვის. ამჯერად მას ბინის ძარცვასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს ბრალი. ინციდენტის დროს დაშავდა პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.


ყველა ახალი ამბავი
0