იტალიის პოლიციამ ქუთაისელების დანაშაულებრივი კლანის 28 წევრი დააკავა – ვიდეოკადრები

© AFP 2024 / Andreas SOLAROიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჯგუფებას, რომელიც ქუთაისის უმსხვილესი დანაშაულებრივ კლანს წარმოადგენს, 2015 წლიდან დღემდე 85 სახლი და ოფისი აქვს გაქურდული.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. იტალიის პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გერმანიასა და იტალიაში ქართველების უმსხვილესი დანაშაულებრივი კლანის 28 წევრი დააკავეს, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ იტალიურ გამოცემა La Stampa-ზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ დაჯგუფებას, რომელიც ქუთაისის უმსხვილეს დანაშაულებრივ კლანს წარმოადგენს, 2015 წლიდან დღემდე ტურინის, სავონას, ალესანდრიის, კუნეოსა და პავიის პროვინციებში 85 სახლი და ოფისი აქვს გაქურდული.

გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელმა კარაბინერებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში აღმოაჩინეს საწყობი, რომელშიც ქართველი კრიმინალები მოპარულ ნივთებს ინახავდნენ, შემდეგ კი საქართველოში აგზავნიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0