თბილისის მერია ამხანაგობების დაფინანსების პრინციპს ცვლის

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები პროექტების 100%–იან დაფინანსებას მიიღებენ

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik.  თბილისის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების 100%–ით დაფინანსების ინიციატივით გამოდის, თუმცა გარკვეული პირობებით.

ამხანაგობების ინსტიტუტი, რომელიც საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოებისა და ეზოების  კეთილმოწყობის საკითხებითაა  დაკავებული, თბილისში 2011 წელს ჩამოყალიბდა. ამხანაგობების შექმნა შეუძლიათ მრავალბინიანი სახლის საკუთრების მფლობელებს, რომლებმაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

 „ახალი მოდელი ხელს შეუწყობს თანხების რაციონალურ და ეკონომიკურ ხარჯვას და  სისტემის გამჭირვალობას, მაქსიმალურად გამორიცხავს კორუფციის რისკებს,  გააძლიერებს გამგეობებისა და ამხანაგობების თანამშრომლობას“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძეს ჩინოვნიკების ხელფასების გამო თავის მართლება მოუწია

ინციატივის დეტალების შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ისაუბრა.

 „ნებისმიერი პროექტი განხორციელდება ტენდერების საშუალებით და გამგეობა და მერია დააფინანსებს 100%-ით, ანუ ჩვენ არ ვთხოვთ თანადაფინანსებას მოსახლეობას. რაც მოეთხოვება მოსახლეობას, იქნება ის, რომ ტენდერის ფასის მიხედვით, 10% მათ უნდა შეაგროვონ ამხანაგობის ფარგლებში, თავად გადაწყვიტონ თუ დამატებით რა ტიპის ინფრასტრუქტურულ ან ეკონომიკური განვითარების პროექტებზე მოიხმარენ ამ 10%-ს,“ — განაცხადა  ელოშვილმა ტელეკომპანია  Rustavi2–ის ეთერში.

ამ დრომდე  თბილისის მერია ამხანაგობების პროექტებს ნაწილობრივ აფინანსებდა. თანაფინანსირების ოდენობა დამოკიდებულია  ჩატარებულ სამუშაოებზე და 10%–დან 50%–ს შეადგენს. ამასთან, ამხანაგობა თავად მოიძიებს  კომპანიას სამუშაოების ჩასატარებლად, მერია კი თანხას გამოყოფს. 


ყველა ახალი ამბავი
0