საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები თურქეთში წვრთნებს გაივლის

© courtesy of Georgian Football Federationსაქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პირველ ოფიციალურ მატჩს მარტში ფარერების წინააღმდეგ გამართავს

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული  ნაკრები (U-21) მიმდინარე  კალენდარულ წელს პირველ წვრთნებს საკურორტო ქალაქ ლარაში (თურქეთი) გაივლის, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სსფ) განცხადებაში. 

გია გეგუჩაძე - Sputnik საქართველო
გია გეგუჩაძე ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა

გუნდების  წვრთნები 19–24 იანვრის პერიოდში ჩატარდება. ამ პერიოდში ფეხბურთელები არამარტო ფიზიკურ მომზადებას გაივლიან, არამედ აზერბაიჯანელ თანატოლებთან საკონტროლო მატჩს გამართავენ, რომელიც 23 რიცხვშია დაგეგმილი.

მომავალი ამხანაგური მატჩი გია ცეცაძისთვის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი იქნება. ცეცაძემ აღნიშნული პოსტი გასული წლის დეკემბერში დაიკავა და გია გეგუჩაძე ჩაანაცვლა.

თურქეთში წვრთნები ქართველი ფეხბურთელებისთვის ევრო–2019 –ისშესარჩევი მატჩის  პირველი მოსამზადებელი ეტაპი იქნება, სადაც საქართველოს ნაკრები ფარერების გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისში 23 მარტს გაიმართება.

ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები ოთხი ქულით მეოთხე ადგილზეა.


ყველა ახალი ამბავი
0