თბილისის მერის მეხუთე მოადგილე სოფიო ხუნწარია გახდა

© FB / Creative Georgiaსოფო ხუნწარია
სოფო ხუნწარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერის ახალი მოადგილე კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებს ჩაიბარებს

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფიო ხუნწარია კიდევ ერთ მოადგილედ წარადგინა.

სოფიო ხუნწარია აქამდე თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მერის ახალი მოადგილე კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებს ჩაიბარებს.

„მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კულტურის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. მინდა, სოფოს წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს მოსახლეობისათვის", — განაცხადა კალაძემ.

Мэр Тбилиси Кахи Каладзе осматривает новый регбийный стадион - Sputnik საქართველო
კალაძე: ხარისხზე ვართ ორიენტირებული და არა „ჰარი-ჰარალეზე"

სოფიო ხუნწარია თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად კახა კალაძის თბილისის მერად არჩევის შემდეგ დაინიშნა. ის 1999 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში, მათ შორის „„იბერიასა" და „მზეში", პროდიუსერად — ტელეკომპანია „იმედში"; იყო კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი; 2006 წლიდან სარეკლამო კომპანია „ვინდფორსის" აღმასრულებელი დირექტორი. 2012 წლიდან კი ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია „არტარეას".

მერიაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებები გაერთიანდა. ამ მიზნით შეერთდა ორი საქალაქო სამსახური: კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. მას ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

კალაძეს ამჟამად ხუთი მოადგილე ჰყავს: ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მაია ბითაძე, ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და სოფიო ხუნწარია.

 

ყველა ახალი ამბავი
0