ღეროვანი უჯრედები თბილისში კიდევ ერთ აუტისტ პაციენტს გადაუნერგეს

© Facebook / FB / Geocordღეროვანი უჯრედები
ღეროვანი უჯრედები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი აუტისტი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც ღეროვანი უჯრედები უფრო ადრე გადაუნერგეს, გაუმჯობესდა

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში ღეროვანი უჯრედები რიგით მესამე აუტისტ პაციენტს გადაუნერგეს, აღნიშნულია ღეროვანი უჯრედების შესანახი ბანკის, „ჯეოქორდის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

აუტიზმი — ეს განვითარების გამუდმებული რღვევაა, რომელიც სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ვლინდება და ნევროლოგიური აშლილობის შედეგად მიიჩნევა, რაც ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება. აუტიზმი ძირითადად ბავშვებში ვლინდება — სქესის, რასისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. აუტიზმს ახასიათებს უნიკალური თავისებურებები სოციალური ურთიერთქმედების კუთხით, სირთულე ყოველდღიურ ურთიერთობებში და გრძნობათა ორგანოების მიერ ინფორმაციის დამუშავების არასტანდარტული მეთოდი.

„გადანერგვამ ყოველგვარი გვერდითი მოვლენისა და გართულების გარეშე ჩაიარა და პაციენტი მეორე დღეს გაეწერა სახლში. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ჩვენთან, როდესაც აუტიზმით დაავადებულ პაციენტს საკუთარი ჭიპლარის სისხლი გადაენერგა", — აღნიშნულია განცხადებაში.

ღეროვანი უჯრედების ბანკი „ჯეოქორდი - Sputnik საქართველო
ღეროვანი უჯრედების ქართულმა ბანკმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

სპეციალისტები პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგს განაგრძობენ. გარდა ამისა, გრძელდება დაკვირვება ორ პაციენტზეც, რომლებსაც გადანერგვა უფრო ადრე ჩაუტარდათ. მათ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღენიშნებათ როგორც ინტელექტუალურ და მეტყველების განვითარებაში, ასევე ქცევის მხრივაც.

ღეროვანი უჯრედები — ეს ახალგაზრდა, მოუმწიფებელი უჯრედებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მისი ჩასახვის დღიდან ჩნდება და სიცოცხლის ბოლომდე რჩება. თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ეს უნიკალური უჯრედები ახალშობილის ჭიპლარის სისხლში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ღეროვან უჯრედებს თვითაღდგენის უნარი გააჩნიათ.

შვილისთვის ღეროვანი უჯრედის შენახვის შანსი ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა მშობელს — მშობიარობისას. სხვა შემთხვევაში, ჭიპლარიც და პლაცენტაც ნადგურდება. ღეროვანი უჯრედები 10–დან 30 ათასი წლის განმავლობაში ინახება თხევად აზოტში –160°–ზე დაბალ ტემპერატურაზე.

„ჯეოქორდი" კერძო კომპანიაა, რომელიც 2017 წლის 15 თებერვლიდან ღეროვანი უჯრედების მსოფლიო ასოციაციის (Cord Blood Association) წევრია. ორგანიზაცია აერთიანებს ჭიპლარის სისხლის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ყველაზე დიდ და მთავარ ბანკებს. გასული წლის დეკემბერში საქართველოში ღეროვანი უჯრედების შესანახი ერთადერთი ბანკი „ჯეოქორდი (Geocord) საერთაშორისო ხარისხის ოქროს გვირგვინის მფლობელი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0