ღეროვანი უჯრედების ქართულმა ბანკმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

© FB / Geocordღეროვანი უჯრედების ბანკი „ჯეოქორდი"
ღეროვანი უჯრედების ბანკი „ჯეოქორდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღეროვანი უჯრედების ქართულ ბანკ „ჯეოქორდში" საერთაშორისო ჯილდოს უწოდეს სტიმული შემდგომი განვითარებისთვის

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ღეროვანი უჯრედების შესანახი ერთადერთი ბანკი „ჯეოქორდი (Geocord) საერთაშორისო ხარისხის ოქროს გვირგვინის მფლობელი გახდა, აღნიშნულია კომპანიის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დაჯილდოება ლონდონში, კონგრესზე The International Quality Crown Award გაიმართა, რომლის ორგანიზატორია ესპანური კომპანია BID Group One. BID უკვე 32 წელია, რაც არსებობს და ეხმარება კომპანიებს, რომლებიც ორიენტირებულია მაღალ ხარისხზე და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობაზე.

BID-ს ექსპერტების ფართო წრე ჰყავს, რომელთა შორის არიან მსოფლიო დონის ბიზნეს-ურთიერთობების სპეციალისტები, მენეჯერები, ინჟინრები, ეკონომისტები, მათემატიკოსები, სოციოლოგები.

„ჯილდოს მინიჭება არის ჩვენი კომპანიის მიღწევების საერთაშორისო აღიარება ხარისხის და ინოვაციის დარგში. ჯილდო სტიმულს აძლევს კომპანია ჯეოქორდს შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის", — აღნიშნეს „ჯეოქორდში".

Geocord-ის სისხლის ბანკი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ღეროვანი უჯრედებით — მითი თუ ხსნა

BID-ის პრეზიდენტ ჟოზე პრიეტოს განცხადებით, ორგანიზაცია ქართულ კომპანიას მომავალშიც დაეხმარება, რათა მან ხარისხის მართვის გაუმჯობესებაში უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.

ღეროვანი უჯრედები — ეს ახალგაზრდა, მოუმწიფებელი უჯრედებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მისი ჩასახვის დღიდან ჩნდება და სიცოცხლის ბოლომდე რჩება. თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ეს უნიკალური უჯრედები ახალშობილის ჭიპლარის სისხლში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ღეროვან უჯრედებს თვითაღდგენის უნარი გააჩნიათ.

შვილისთვის ღეროვანი უჯრედის შენახვის შანსი ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა მშობელს — მშობიარობისას. სხვა შემთხვევაში, ჭიპლარიც და პლაცენტაც ნადგურდება. ღეროვანი უჯრედები 10–დან 30 ათასი წლის განმავლობაში ინახება თხევად აზოტში –160°–ზე დაბალ ტემპერატურაზე.

„ჯეოქორდი" კერძო კომპანიაა, რომელიც 2017 წლის 15 თებერვლიდან ღეროვანი უჯრედების მსოფლიო ასოციაციის (Cord Blood Association) წევრია. ორგანიზაცია აერთიანებს ჭიპლარის სისხლის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ყველაზე დიდ და მთავარ ბანკებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0