თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინოები
ქართული ღვინოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეწარმეს შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს დეკლარაცია, გააკეთოს განაცხადი და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მოვიდეს სააგენტოში.

 თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ელექტრონული სისტემის დანერგვით სერტიფიცირების პროცედურები გამარტივდება, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

„მეწარმეს შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს დეკლარაცია, გააკეთოს განაცხადი და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მოვიდეს სააგენტოში" —აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

სააგენტოს ცნობით, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს უკვე ჩაუტარდა ტრენინგი ახალ, ელექტრონულ სერტიფიცირების სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. საჭიროების შეთხვევაში, სააგენტო მზად არის მსურველებს ჩაუტაროს დამატებითი კონსულტაციები.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ქართული ღვინო, ტკბილეულობა და ყურძენი - Sputnik საქართველო
საქართველომ 2017 წელს მევენახეობასა და ღვინის ექსპორტში რეკორდი დაამყარა

გიორგი სამანიშვილმა ღვინის მწარმოებლებთან „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესში" ცვლილებების პროექტიც განიხილა, რომლის მიზანი პროდუციის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაა.

„მთავრობა და კერძო სექტორი თანხმდება, რომ დაბალხარისხიანი ან უხარისხო ღვინო საქართველოში არ უნდა იწარმოებოდეს" — აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე განხილული იყო „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში" შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. აქამდე ეს მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს ეხებოდა.

გიორგი სამანიშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0