დაიწყო Х-Factor-ის მეხუთე სეზონის კასტინგი

© FB / X Factorტელეპროექტი Х-Factor
ტელეპროექტი Х-Factor - Sputnik საქართველო
გამოწერა
კასტინგი პირველ ეტაპზე თბილისში გაიმართება, შემდეგ კი საქართველოს სხვა ქალაქებში

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. პოპულარულმა ვოკალურმა ტელეპროექტმა Х-Factor, რომელიც ტელეარხ „იმედზე" გადის, მეხუთე სეზონისთვის კასტინგი გამოაცხადა — ის თბილისში 27-28 იანვარს დაიწყება.

„თუ გაქვთ ვოკალური მონაცემები და გსურთ გრანდიოზულ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა — იქს ფაქტორი გელით იმედზე! X ფაქტორი — დიდი აღმოჩენების დრო დგება!", — ნათქვამია შოუს განცხადებაში.

ლელა ჯავახია - Sputnik საქართველო
X-Factor: როგორ გადაიქცა ქართველი დიასახლისი ჯაზ-დივად

კასტინგის პირველი ეტაპი თბილისში, ტელეარხ „იმედზე" 12:00 საათზე გაიმართება. მისამართი — ლუბლიანას 5.

შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ შემსრულებლებსა და მუსიკალურ ანსამბლებს, ისე დებიუტანტებს 12 წელს ზევით. კონკურსანტებს, ტრადიციულად ყოფენ კატეგორიებად: „ბიჭები", „გოგონები", „მუსიკალური ჯგუფები" და „ბავშვები".

The X Factor — ტალანტების სატელევიზიო კონკურსების ფორმატია, რომლის ავტორიც ბრიტანელი პროდიუსერი საიმონ კოუელია. პროექტი პირველად ბრიტანულ ITV-ის არხზე 2004 წლის სექტემბერში გამოჩნდა.

ბრიტანული პროექტის ქართულმა ანალოგმა სტარტი 2013 წლის 14 აპრილს აიღო, რომლის გამარჯვებულიც 27 წლის შემსრულებელი თორნიკე ყიფიანი გახდა. შემდეგი სეზონების გამარჯვებული გახდნენ გიორგი ნაკაშიძე, ავთანდილ აბესლამიძე და სანდრო კურცხალიძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0