ქართული ბოსტნეულის ჩირი ექსპორტზე გავა

გამოწერა
საქართველოში ბოსტნეულის ჩირის საწარმოს აშენებას და მისი ექსპორტისთვის ევროპული სერტიფიკატის მოპოვებას გეგმავენ

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელა“ ქართული პროდუქციის ექსპორტის გაფართოებას და საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩირის სახით ბორშჩის მასალის გაყიდვას გეგმავს, მოჰყავს გაზეთ „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებლის გური სალუქვაძის ინტერვიუ.

„ბოსტნეულის ჩირის პოპულარიზაცია დაწყებული გვაქვს. ნიმუშები ქართულ ბაზარზე უკვე გავუშვით. გვინდა ვიყოთ პირველები, ვინც ბოსტნეულის ჩირს ექსპორტზე გაიტანს. გარკვეული შეფუთვები გვექნება. ეს იქნება ერთგვარი ბოსტნეულის  წვნიანის ჩირი. მაგალითად, ბორშჩის მასალა ჩირის სახით შეიფუთება, შესაბამისი დოზირების ინგრედიტიენტებით — ხახვი, კომბოსტო, ნიორი, ჭარხალი და ა.შ. პირველად ბორშის ასორტიმენტით გავალთ, შემდეგ სხვა წვნიანით. ამ ინოვაციით პირველ რიგში პოპულარიზაციას გავუწევთ ჯანსაღ პროდუქციას“, — აღნიშნა სალუქვაძემ.

თხილი და ჩირი - Sputnik საქართველო
ქართული „ჩიპსები“ მსოფლიო ბაზარზე გავიდა

სალუქვაძემ აღნიშნა, რომ ბოსტნეულის ჩირს კომპანია თავად დაამზადებს და უახლოეს თვეებში საწარმოს გახსნას გეგმავს.

„საწარმოს გახსნის შემდეგ, გაზაფხულიდან, ანუ ხილის მოსავლის სეზონზე, ექსპორტზეც გავალთ. გვინდა, რომ ევროკავშირის სტადარტები დავიცვათ. ამის გარეშე ევროპის ქვეყნებში ვერ გავალთ. მაღალ ხარისხს ითხოვენ და სწორედ ასეთს გავიტანთ“, — აცხადებს სალუქვაძე.

კომპანია „ჩირჩხელა“ 2016 წელს შეიქმნა და ამჟამად ის ხილისა და ბოსტნეულის ჩირის 25-მდე სახეობას აწარმოებს.


ყველა ახალი ამბავი
0