Netflix–მა კიდევ ერთი ქართული ფილმის დისტრიბუციის უფლება მოიპოვა

© FB / The Trader"სოვდაგარი"
სოვდაგარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
22–წუთიანი ფილმი ქართველი ვაჭრის გელას რთულ ცხოვრებაზე მოგითხრობთ

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik.  ამერიკულმა კომპანია Netflix–მა კიდევ ერთი ქართული ფილმის – რეჟისორ თამთა გაბრიჩიძის ფოკუმენტური ფილმის „სოვდაგარიას“ დისტრიბუციის უფლება მოიპოვა. 

კადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ - Sputnik საქართველო
„საუკეთესო ფილმები 2017, რომლებიც არ გინახავთ“ - ქართული ფილმი ტოპ-ხუთეულშია

Netflix – მსოფლიოში ერთ–ერთი მოწინავე კომპანიაა, როგორც ფილმებისა და სერიალების მომწოდებელი, რომელიც 1997 წელს დაარსდა. 2013 წლიდან  Netflix–ი აწარმოებს საკუთარ ფილმებს, სერიალებსა და ტელეპროგრამებს. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი კლიენტი ჰყავს.

2017 წელს  Netflix–მა რეჟისორების ნანი ექვთიმიშვილისა და სიმონე გროსის ფილმ „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ დისტრიბუციის უფლება მოიპოვა.

როგორც კომპანიის ვებ–გვერდზეა აღნიშნული, ახალი 22–წუთიანი ქართული ფილმი Netflix–ის კინოთეკაში 2018 წლის 9 თებერვლიდან გამოჩნდება.

თმთა გაბრიჩიძის ფილმი ქართველი ვაჭრის გელას რთულ ცხოვრებაზე მოგითხრობთ.

 „საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობისას, გელა საკუთარი მიკროავტობუსის საბარგულიდან საოჯახო ნივთებსა და ტანსაცმელს ყიდის. ფული მის ბაზარზე კარტოფილის ფასთან შედარებით, ბევრს არ ნიშნავს. ახალგაზრდები და მოხუცები ყურადღებით ათვალიერებენ მის მაღაზიას, თუმცა,  მათ თვალებში თანამედროვეობის კომფორტი აისახება… ეს არის საიდუმლო, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს სოფლისა და ქალაქის ღირებულებებს, ჭუჭყს  ოქროსგან“, – ნათქვამია Netflix–ის  ვებ–გვერდზე.

ფილმი „სოვდაგარი“ პროექტ „ტელებლოგის“ ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მხარდაჭერითაა გადაღებული. მისი ტელეპრემიერა 2016 წელს გაიმართა.

გაბრიჩიძის ფილმი კანადის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალის Hot Docs–ის გამარჯვებულია კატეგორიაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი“. გარდა ამისა, იგი ასევე შესულია Sundance–ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში, რომელიც აშშ–ში 18–28 იანვარს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0