„საუკეთესო ფილმები 2017, რომლებიც არ გინახავთ“ - ქართული ფილმი ტოპ-ხუთეულშია

© FB / My Happy Familyკადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი“
კადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკულმა კინოპორტალმა ქართული ფილმი დაახასიათა როგორც სულშიჩამწვდომი, გამჭრიახი, ინტიმური და ფაქიზი დრამა

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ქართული დრამა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მოხვდა კინომცოდნეობის ამერიკული ვებგვერდ The Playlist-ის რეიტინგის პირველ ხუთეულში სახელწოდებით „საუკეთესო ფილმები 2017, რომლებიც არ გინახავთ“.

2007 წელს შექმნილი The Playlist-ი წამყვანი პორტალია, რომელიც მომხმარებელს მსოფლიო კინოინდუსტრიის აქტუალურ და საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.

„ოქროს გლობუსის დაჯილდოება - Sputnik საქართველო
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ „ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები დაასახელა

30 საუკეთესო კინოსურათის სიაში, რომელიც ფართო საზოგადოებას 2017 წელს შეეძლო გამოეტოვებინა, ქართული ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მეხუთე სტრიქონზეა. The Playlist-მა დაახასიათა ფილმი როგორც „უბრალო, დახვეწილი და იმავე დროს ძლიერი ხედვის კინო“.

„ექვთიმიშვილისა და გროსის სულშიჩამწვდომი, გამჭრიახი, ინტიმური და ფაქიზი დრამა — ეს არის მოთხრობა დედის გათავისუფლების შესახებ, რომელსაც სურს რომ სხვებმა მოისმინონ და ხმების, გაჭირვების, მის ირგვლივ მყოფი უგუნური ადამიანების ბრბოდან თავის დაღწევა. მაგრამ თავისუფლებას მარინა დიდი ტკივილითა და სხვა დანაკარგებით მოიპოვებს — მის კულტურაში მისი წასვლა, გათავისუფლება სირცხვილად აღიქმება. მისი ოჯახი კი ძალისხმევას არ იშურებს, რომ დედა დარჩენაზე დაითანხმოს. და ეს ემოციური ჭეშმარიტებები ფილმში საოცრად რეალურად გამოიყურება“, — ნათქვამია The Playlist-ის ვებგვერდზე.

ტოპ-ხუთეულში „საუკეთესო ფილმები 2017, რომლებიც არ გინახავთ“ პირველ ადგილზე მოხვდა რეჟისორების ადამ ლეონის და ჯამანდ ვაშინგტონის 2016 წლის ამერიკული მელოდრამა „მაწანწალა“(Tramps). ტოპ-ხუთეულში ასევე შევიდა რობენ კამპიოს „120 დარტყმა წამში“ (BPM), უილიამ ოლდროიდის „ლედი მაკბეტი“ (Lady Macbeth) და დასტინ გაი დეფის „შენ — მე, მე — შენ“ (Person To Person).

ქართული ფილმის შემდეგ მეექვსე სტრიქონზეა ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი „უსიყვარულოდ“ (Нелюбовь).

სულ რეიტინგში შევიდა საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების 27 ფილმი.

© FB / My-Happy-Familyკადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი“
Кадр из фильма Моя счастливая семья - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი“

ექვთიმიშვილისა და გროსის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ საუკეთესოთა სიაში პირველად არ ხვდება. 2017 წელს ნიუ-იორკის ცნობილმა ყოველკვირეულმა The Village Voice-მა ქართულ სურათს წლის ერთ-ერთი საუკეთესი ფილმი უწოდა. 

საქართველო-გერმანიის კოპროდუქციით შექმნილ ფილმში მთავარი როლები ითამაშეს ია შუღლიაშვილმა და მერაბ ნინიძემ. ფილმის პრემიერა 2017 წლის 22 იანვარს საერთაშორისო კინოფესტივალ "სანდენსის" ფარგლებში გაიმართა, სადაც ფილმმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. იმ დროიდან ფილმი არაერთხელ გახდა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი. ფილმის გავრცელების უფლება მოიპოვა მსოფლიოში ინტერნეტ-ტელევიზიის უმსხვილესმა ქსელმა Netflix.


ყველა ახალი ამბავი
0