თბილისში აჩვენებენ შემოწირულობებით გადაღებულ ფილმს „ექვთიმე ღვთისკაცი"

© Photo: courtesy of Nikoloz Kartveliრეზო ჩხიკვიშვილი ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი" გადაღების დროს
რეზო ჩხიკვიშვილი ფილმის ექვთიმე ღვთისკაცი გადაღების დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი" საპრემიერო ჩვენებები თბილისში 18 და 20 იანვარს გაიმართება. ფილმი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ლევილის მამული - Sputnik საქართველო
ლევილის მამული საქართველოს საკუთრებაში გადმოეცა

ფილმს 18 იანვარს 11:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში" უჩვენებენ მასმედიის წარმომადგენლებს. სეანსის შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენცია რეჟისორისა და მთავარი როლის შემსრულებლის — გერმანიაში მცხოვრები ქართველი მსახიობის, რევაზ ჩხიკვიშვილის მონაწილეობით.

ფილმს 20 იანვარს, 19:00 საათზე აჩვენებენ თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია). ბილეთები უკვე იყიდება.

ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ვითარდება. ესაა ნოე ჟორდანიას მთავრობასთან ერთად საფრანგეთში წასული ექვთიმე თაყაიშვილის ისტორია, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ქართულ საგანძურს, მატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას.

მიუხედავად ევროპული მუზეუმების არაერთი მცდელობისა, შეეძინათ ქართული საგანძურის ნაწილი, და ეკონომიკური სიდუხჭირისა, ექვთიმე თაყაიშვილმა კოლექციიდან არც ერთი ექსპონატი არ გაყიდა. ის საგანძურს 1933 წლამდე იცავდა, როდესაც ერთა ლიგამ აღიარა საბჭოთა კავშირი, საქართველოს მთავრობის საელჩო პარიზში გაუქმდა და „ქართულ ოფისად" გადაკეთდა. მაშინ საგანძური ფრანგული სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა.

თაყაიშვილმა 1935 წელს საფრანგეთის მთავრობას მოუწოდა, საგანძური საქართველოსთვის გადაეცა, მაგრამ მან ეს მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეძლო. თავად ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოში დაბრუნდა სიცოცხლე შინაპატიმრობაში, 1953 წელს დაასრულა.

ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი" ქართული საზოგადოების შემოწირულობებით გადაიღეს. ფილმი გადაიღო კინოკომპანია Lost Legends-მა. გადაღებები მიმდინარეობდა საქართველოში და საფრანგეთში — პარიზსა და ლევილის მამულში.

 

ყველა ახალი ამბავი
0