Heli-skiing ტურები: საქართველოს მთებში ექსტრემალებს ვერტმფრენი გადასხამს

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშივერტმფრენი მთაში
ვერტმფრენი მთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრიულმა და გერმანულმა კომპანიებმა ზამთრის სეზონზე საქართველოს მთებში ექსტრემალური სპორტის მოყვარულების გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. კომპანიები Wucher Helikopter Gmbh და HTM Helicopter Travel Munich GmbH ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენებს განახორციელებს — შესაბამისი ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გასცა.

ავსტრიული კომპანია Wucher Helikopter Gmbh 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურისა და მესტიის ზონაში განახორციელებს ოპერირებას. რეისებს AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის სამი თანამედროვე ვერტმფრენი განახორციელებს, ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

Горнолыжные курорты Грузии - Sputnik საქართველო
გუდაურსა და ბაკურიანს სერიოზული ცვლილებები ელის

კერძოდ, ავსტრიული კომპანია Heli-skiing ტურებს განახორციელებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

იგივე დანიშნულებით განახორციელებს ოპერირებას გერმანული კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH.  ფრენები მიმდინარე წლის 24 იანვრიდან 13 მარტის ჩათვლით გუდაურის ზონაში, AS 350 B3E ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება.

ფრენები შესრულდება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

კომპანიების ოპერირება ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და მათთვის მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს უზრუნველყოფს.


ყველა ახალი ამბავი
0