გუდაურსა და ბაკურიანს სერიოზული ცვლილებები ელის

© photo : courtesy of TBC BANK / FBГорнолыжные курорты Грузии
Горнолыжные курорты Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წელს გუდაურში რამდენიმე საბაგირო აშენდება

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ყველაზე პოპულარული კურორტების — ბაკურიანისა და გუდაურის განვითარებას, რომლებსაც ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს.

ბაკურიანის განვითარების გეგმებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ისაუბრა.

„მოხდება პარკინგების გაფართოება და მოწესრიგება, ასევე გაკეთდება დამატებითი გზები, რომ ვიზიტორებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება. ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო, ბაკურიანში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ“, — განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 

სათავგასადავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრი გუდაურში - Sputnik საქართველო
გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა

გუდაურთან დაკავშირებულ გეგმებზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა.

„გუდაურში ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე საბაგირო აშენდება გუდაურში 2018 წლის განმავლობაში. ამავე დროს, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი. 2016-17 წლებში გუდაურში 36 კმ. წყალმომარაგების ქსელი აშენდა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გუდაურში ასევე მოეწყობა 100 ათასი კუბური მეტრის მოცულობის ხელოვნური ტბა, რომელიც ხელოვნური გათოვლიანების სისტემას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 11 მილიონ ლარს შეადგენს.

ერთ-ერთი საბაგირო, რომელიც მინისტრმა ახსენა, გუდაურსა და კობს დააკავშირებს.

ზამთრის სეზონი საქართველოს კურორტებზე დეკემბრის ბოლოს იწყება და აპრილის ბოლოს იხურება. კურორტების სტუმრებთან მუშაობენ სათხილამურო მენეჯერები, რომლებმაც საფრანგეთსა და შვეიცარიაში სპეციალური ტრენინგები გაიარეს.

დამსვენებელთა უსაფრთხოებას სათხილამურო პატრული იცავს.


ყველა ახალი ამბავი
0