პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის შენიშვნები სახელმწიფო შესყიდვებისა და რეკლამის საკითხებს ეხება.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამებისა და საავტორო პროგრამების ტრანსლირების უფლებას ითვალისწინებს.

პარლამენტმა კანონში ცვლილებები 23 დეკემბერს დაამტკიცა. ინიციატივამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის უფლების გადაცემის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომერციული ტელეარხების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც შიშობენ, რომ ზარალი მიადგებათ.

„დღეს ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენ მიერ წარმოდგენილ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ისე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე. 

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული საკითხის განსახილველად შეხვედრები გამართა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი - პირველი არხი - გადამღები ჯგუფი - Sputnik საქართველო
ზედმეტი ფული არავის აწყენს: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი გაიტანა

მარგველაშვილმა კანონპროექტი შენიშვნებთან ერთად პარლამენტს უნდა გადაუგზავნოს, რის შემდეგაც დეპუტატებმა ან უნდა გაითვალისწინონ იგი, ან უნდა დაძლიონ ვეტო.

შესწორებების ამოქმედების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიღებს უფლებას, განათავსოს არა მხოლოდ სოციალური, არამედ კომერციული რეკლამაც, ოღონდ – გარკვეული შეზღუდვებით. რეკლამის განთავსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამუშაო დღეებში და არა პრაიმ–ტაიმში.

რაც შეეხება სოციალურ რეკლამას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ის არ უნდა იყოს 90 წამზე ნაკლები ყოველ სამ საათში, საიდანაც ათი წამი უნდა მიეძღვნას საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში.

ასევე, შესწორებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის 25% უნდა იყოს კერძო კომპანიების მომზადებული პროგრამები. ამ პროგრამებზე სახელმწიფო შესყიდვის წესები არ გავრცელდება.

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების გარეშე საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე შეძლებს შეიძინოს ტელევიზიის ან რადიოსთვის, სოციალური გვერდებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, ასევე თანამგზავრის საშუალებით ტელე-რადიოპროდუქციის მიღება–გაშვებისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს უფლებას, ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები და გამოიკვლიოს აუდიტორია საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად, ასევე უფლებას, მიიღოს თავისუფალი სიხშირეები FM დიაპაზონზე რადიომაუწყებლობის ქსელის განვითარებისთვის.

პარლამენტმა გადაწყვიტა, მიანიჭოს საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება, დააფინანსოს სტარტაპები ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კუთხით.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოსგან საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გაზრდას. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკრძალებათ ჩაერიონ მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობისა და ფინანსურ დამოუკიდებლობაში, მათ შორის, მისცენ ბრძანებები, დავალებები ან აიძულონ შეთანხმებების დადება.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი – ერთადერთი ტელერადიოკომპანიაა საქართველოში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2018 წელს მისი ბიუჯეტი 52,2 მლნ ლარი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0