საფეხბურთო სეზონი 24 თებერვალს იხსნება

© FB / FC Chikhura Sachkhere„ჩიხურა" საქართველოს თასის მფლობელი გახდა
„ჩიხურა საქართველოს თასის მფლობელი გახდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჩემპიონატი 2 მარტს დაიწყება

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. მატჩი საქართველოს სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონ ქუთაისის „ტორპედოსა" და ქვეყნის თასის მფლობელ საჩხერის „ჩიხურას" შორის 24 თებერვალს გაიმართება, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში - ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონისწინა მომზადება დაიწყო - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში სეზონისწინა მზადება დაიწყო

ამ შეხვედრით, რომელიც თბილისში „დინამო არენას" სტადიონზე გაიმართება, საქართველოს 2018 წლის საფეხბურთო სეზონი იხსნება.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩებს, პირველი ტურის თამაშები 2 მარტს გაიმართება. 1 მარტს იწყება მეორე ლიგის თამაშები.

საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში, 2018 წლის სეზონზე, 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი შედგება ოთხი წრისგან (36 მატჩი), რომლებშიც ყველა გუნდი ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდება — შინ და გასვლით მატჩში.

საქართველოს ჩემპიონატი ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0