საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში სეზონისწინა მზადება დაიწყო

© FB / F.C. Torpedo Kutaisiსაქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში - ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონისწინა მომზადება დაიწყო
საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში - ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონისწინა მომზადება დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის სეზონის საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გასტანს

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში — ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონისწინა მომზადება დაიწყო საწვრთნელ ბაზაზე, რომელზეც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

„ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე გარემონტდება ფეხბურთელთა ოთახები, მოედნებზე დამონტაჟდება განათება და ბაზას კიდევ ერთი სავარჯიშო მოედანი შეემატება.

ამ ეტაპზე კახა ჩხეტიანის აღსაზრდელები ფიზმომზადებას ბაზის სატრენაჟორო დარბაზებში გაივლიან.

ზამთრის სეზონის შუალედში „ტორპედოს“ შეემატა ორი ახალბედა — ტარიელ ხაინდრავა, რომელიც ტყიბულის „მეშახტედან“ გადმოვიდა, და მიხეილ სარდალიშვილი, რომელმაც წინა სეზონი საჩხერის „ჩიხურაში“ გაატარა.

გასულ სეზონზე „ტორპედომ“ ერთი ქულით გაუსწრო თბილისის „დინამოს“ და 15 წლის განმავლოობაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა. ქუთაისის კლუბმა ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული სულ ოთხჯერ მოიპოვა.


ყველა ახალი ამბავი
0