ნიკოლოზ ცისკარიძე და დიანა ღურწკაია პუტინის ნდობით აღჭურვილი პირები გახდნენ

© photo: Sputnik / Alexander Gal'perin / გადასვლა მედიაბანკშირუსული ბალეტის აკადემიის რექტორი, რუსეთის სახალხო არტისტი ნიკოლოზ ცისკარიძე
რუსული ბალეტის აკადემიის რექტორი, რუსეთის სახალხო არტისტი ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილმა პირებმა მისი პოლიტიკის გატარებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ბალეტის არტისტი ნიკოლოზ ცისკარიძე და მომღერალი დიანა ღურწკაია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილ 259 პირს შორის აღმოჩნდნენ, იუწყება РИА Новости.

ვლადიმირ პუტინმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება მანამდე გაავრცელა.

ნდობით აღჭურვილ პირთა სია რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარასკევს დაარეგისტრირა. რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილმა პირებმა მისი პოლიტიკის გატარებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: პუტინმა რუსეთი ფეხზე დააყენა

ღურწკაიამ განაცხადა, რომ პუტინი ყურადღებას იჩენს რიგითი მოქალაქეებისა და ინვალიდების პრობლემებისადმი და პირობა დადო, რომ მის მხარდასაჭერ კამპანიაში ნებისმიერი სახით მონაწილეობისთვის მზად არის.

„სწორედ ვლადიმირ ვლადიმირის ძეს პრეზიდენტობის პერიოდში უბარიერო საზოგადოების აღმშენებლობის საქმეში კოლოსალური ნახტომი მოხდა. რუსეთი ინვალიდების უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მხოლოდ მონაწილე როდი გახდა. ბოლო წლებში მიღებულია ხელმისაწვდომი გარემოს ჩამოყალიბებისათვის საჭირო ნორმატიული ბაზა“, — განაცხადა ღურწკაიამ.

ნდობით აღჭურვილ პირთა სიაში ასევე შევიდნენ: ალექსანდრ მასლიაკოვი, მარგარიტა სიმონიანი, ვლადიმირ ურინი, ვლადიმირ ხოტინენკო, კარენ შახნაზაროვი, მიხაილ შმაკოვი, ლეონიდ იაკუბოვიჩი, ლევ ლეშჩენკო, ევგენი პოდუბნი და სხვა საჯარო პირი.

მანამდე პუტინის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარემ ელენა შმელევამ განაცხადა, რომ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი 500-მდე ადამიანი გახდება. რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატს 600-მდე ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნის უფლება აქვს.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 18 მარტს გაიმართება, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2017 წლის 18 დეკემბერს დაიწყო. პუტინი არჩევნებში მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი აპირებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0