ელისაშვილი პირობას ასრულებს – საქართველოში ახალი პოლიტიკური მოძრაობა გაჩნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საკრებულოს ექს–დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უცხოეთში ვიზიტების შემდეგ საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობის შექმნას აპირებს

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik.  თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

ელისაშვილი 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნებში  მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძესთან  შედარებით  ხმების გაცილებით ნაკლები რაოდენობა მიიღო, მეორე ადგილი მაინც დაიკავა. ელისაშვილმა  მიღებული ხმებით უკან ჩამოიტოვა არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის წარმომადგენელი. მან არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის პარტიის შექმნას აპირებს. 

ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ალეკო ელისაშვილი: ჟურნალისტობიდან პოლიტიკოსობამდე

„დაგეგმილია რამდენიმე უცხოური ვიზიტი, რამეთუ არჩევნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩემი გაცნობის სურვილი გამოთქვეს. დაგეგმილია მაღალი დონის საკმაოდ სერიოზული შეხვედრები. ამის შემდეგ ვაპირებ საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას, რამდენადაც ქვეყანაში არცთუ კარგი ვითარებაა და არსებული პოლიტიკური სისტემა, რომელიც რეალურად საჭიროებს ცვლილებებს, ჭაობში იმყოფება“, – განაცხადა ელისაშვილმა ტელეარხ „პალიტრა ტვ“–ს გადაცემაში „360 გრადუსი“.

მისი სიტყვებით, საქართველოში არსებობენ „ბელადების  პარტიები“ და არცერთი არ არის დაფუძნებული შინაგან დემოკრატიაზე, რის გამოც ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო დისკუსია პარტიის რამდენიმე ნაწილად დახლეჩას იწვევს.

„ამიტომ მსურს შევქმნა საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა აბსოლუტურად ახალი შინაარსის… ორგანიზაცია უნდა იყოს ადეკვატური, ძალზე დინამიური, რომლის თავმჯდომარეც, მაგალითად, მე არ ვიქნები“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის სიტყვებით, ეს ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებს მზადებას, თუმცა გამორიცხული არაა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

„ვნახოთ, ეს მომავლის საქმეა. მაგრამ, პრინციპში, არცთუ შორია, რადგან უკვე გაზაფხულზე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. არ ვიცი, ვიფიქრებ ამაზე. უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება. ერთმნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა. ასე გაგრძელება უკვე არ შეიძლება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი პროფესიით პოლიტოლოგია. 10 წლის განმავლობაში ის სხვადასხვა ტელეარხზე ჟურნალისტად მუშაობდა.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0