ალეკო ელისაშვილი: ჟურნალისტობიდან პოლიტიკოსობამდე

© FB / Alexander Elisashviliალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესიით პოლიტოლოგი და ჟურნალისტი მოწოდებით, ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატია

 ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი თბილისის მერის პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იბრძოლებს — არჩევნებზე ის „43"-ე ნომრად გადის.

Sputnik-საქართველო" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინ თბილისის მერობის წამყვანი კანდიდატების ბიოგრაფიების პუბლიკაციას აგრძელებს.

ელისაშვილისთვის ეს მეორე არჩევნებია. 2014 წელს მან საბურთალოს რაიონში თბილისის საკრებულოს დეპუტატად იყარა კენჭი და პირველივე ტურში მოიგო. მაშინ მან იმ დროს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე „ქართული ოცნების" კანდიდატს გაუსწრო.

ალეკო ელისაშვილი 1971 წლის 17 იანვარს თბილისში დაიბადა. პროფესიით პოლიტოლოგი, მაგრამ მთელი ცხოვრება სხვა პროფესიას მიუძღვნა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ოთხი დღე არჩევნებამდე: რაიონებისა და ქალაქების მერობის კანდიდატები

ჯერ კიდევ სტუდენტობისას ელისაშვილი წერდა სტატიებს და თანამშრომლობდა გაზეთებთან „დილის გაზეთი" და „მერიდიანი 44".

1998 წელს სახელმწიფო რადიოარხებზე საინფორმაციო გამოშვებები მიჰყავდა და კომერციული რადიო „იმედის" კორესპონდენტი იყო.

2004 წელს ელისაშვილი ტელევიზიაში მოხვდა — 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა არხზე ჟურნალისტად მუშაობდა.

2014 წელს ელისაშვილი შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გახდა, მაგრამ ამ თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა.

2014 წელს ელისაშვილი საკრებულოს დეპუტატი გახდა, ჟურნალისტიკაში დაბრუნდა და ტელეარხ „იბერიაზე" თბილისის შესახებ გადაცემა მიჰყავდა.

ჟურნალისტიკის გარდა, ელისაშვილი საზოგადოებრივი საქმიანობითაც იყო დაკავებული. 2006 წელს მან დაარსა ორგანიზაცია "თბილისზე მზრუნველი", რომელსაც მუნიციპალური ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია.

ყველა ახალი ამბავი
0