ძალადობა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით: დაკავებულია ორი პოლიციელი

© photo: Sputnikპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთაველმა ინსპექტორ–გამომძიებლებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი გაქცეულს დაედევნენ და სამჯერ გაისროლეს სამსახურებრივი იარაღიდან

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტების ფაქტზე რუსთავის ორი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა, იუწყება მთავრი პროკურატურის ვებგვერდი

პატრული - Sputnik საქართველო
რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლე ელექტროშოკის აპარატით მივიდა

ინციდენტი რუსთავში 2017 წლის 12 დეკემბერს მოხდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ინსპექტორ–გამომძიებლებმა მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მახლობლად მეგობრებთან ერთად მყოფ მოქალაქე რ.ღ.-ს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.  ამ უკანასკნელმა მოითხოვა, განემარტათ მისთვის, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია. ამან პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია და მოქალაქეს  ჯერ სიტყვიერი  შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს. 

„შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც  პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.   

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას  ხუთიდან რვა წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით  ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0