28 წლის მამაკაცი ძალადობის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა მეუღლეს და სიმამრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
შსს-ს თანამშრომლებმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

გამოძიებით დადგინდა, რომ 28 წლის მამაკაცი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას 20 წლის მეუღლეს. გარდა ამისა, ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მამასაც.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას და ითვალისწინებს ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0