როგორ იზრუნებს მთავრობა მოსახლეობაზე 2018 წელს

© Sputnik / Alexander ImedashviliЗдание правительственной администрации Грузии
Здание правительственной администрации Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოსგან 2018 წელს პენსიებს, შემწეობასა და მატერიალურ დახმარებას თითქმის მილიონი მოქალაქე მიიღებს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობისთვის 2018 წელს პრიორიტეტული სოციალური დაცვა დარჩება, ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ პენსიონერებს, სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებსა და ბავშვებს.

მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე მთავრობა დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარის დახარჯვას აპირებს, აქედან 1,7 მილიარდი ლარი საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება. პენსიების ზრდა ახალ წელს არაა გათვალისწინებული, ნათქვამია კანონში „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ".

ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო
საქართველოში პენსია 2019 წლიდან გაიზრდება

საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის — 65; გარდა ამისა, სახელმწიფო პენსიებს გასცემს სპეციალური კატეგორიების პირებისთვის — ყოფილი სამხედროები, დიპლომატები, დეპუტატები და ა.შ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში პენსიას 732 ათასზე მეტი მოქალაქე იღებს.

საქართველოს მთავრობა 2018 წელს სოციალური დახმარებისთვის 680 მილიონ ლარს გამოყოფს ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის, პოლიტიკურად რეპრესირებულებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსგან კომპენსაციას იღებენ. ამ კატეგორიებით დახმარებას 166 ათასზე მეტი ადამიანი იღებს. ასევე, აღნიშნული სახსრებიდან ნაწილი მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება.

მთავრობა 2018 წელს ასევე გააგრძელებს მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთა დახმარებას, მათ შორისაა ასაკობრივი პენსიონერების მომატებული პენსიებით, ექიმების მომატებული ხელფასებით უზრუნველყოფა, ამ რეგიონების მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილის გადახდა. ამისთვის ბიუჯეტში 55 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ყველა ახალი ამბავი
0