ორი დაშავებული და ერთი გარდაცვლილი – ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილში, რომელიც ხიდიდან გადავარდა, ოჯახის წევრები ისხდნენ

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გურიაში გუშინ, გვიან ღამით  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.   

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
დიდუბეში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ოზურგეთი-ჯუმათის დამაკავშირებელ ხიდზე მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და  ხიდიდან გადავარდა. ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად  მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო დაშავებული დედა–შვილი ლანჩხუთში, „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს.

 ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ხოლო ქალბატონი   მრავლობითი ჭრილობებით სპეციალიზებულ კლინიკაშია გადაყვანილი.

 როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურში განუცხადეს,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0