თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. დიდუბეში რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შსს-ს პრესსამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით მძღოლი გარდაცვალებამდე უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.