მარიამ ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

© FB / Giorgi Kvirikashviliმარიკა ლორთქიფანიძე
მარიკა ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ ლორთქიფანიძე საქართველოს ისტორიის შესახებ ათეულობით წიგნისა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ქართველ აკადემიკოსს, მარიამ (მარიკა) ლორთქიფანიძეს 11 იანვარს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ლორთქიფანიძე ორშაბათს 95 წლისა გარდაიცვალა. სამძიმრის წერილები გამოაქვეყნეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მარიკა ლორთქიფანიძე ტაძარში - Sputnik საქართველო
ქვეყნის პირველი პირები მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

მარიამ ლორთქიფანიძე 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო". 1972 წლიდან იყო თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, 1963 წლიდან — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (სადისერტაციო თემა: „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება"), 1993 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა", სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა".

მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.

მარიამ ლორთქიფანიძეს 1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

 

ყველა ახალი ამბავი
0