თბილისში საბაგირო გზები დაიკეტა

© Sputnik / Alexander ImedashviliПрофилактический ремонт канатной дороги в столице Грузии
Профилактический ремонт канатной дороги в столице Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია" საბაგირო გზების მუშაობის დროებით შეჩერებისთვის ბოდიშს იხდის

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ძლიერი ქარის გამო „რიყე-ნარიყალასა" და „კუს ტბის" საბაგირო გზები დროებით ვერ მოემსახურებიან მგზავრებს, აღნიშნულია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საბაგირო გზების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მგზავრთა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
თბილისში ქარი დღის ბოლომდე იქროლებს

ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა — ფესვებიანად მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები, ასევე პარალიზებული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა, სადაც ქარის სიჩქარე 31 მეტრს წამში აღწევდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ქარიანი ამინდი მთელი დღე შენარჩუნდება. ქარის სიჩქარე იქნება 20-25 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა კი საშუალოდ +4 გრადუსი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0