თბილისში არასამთავრობოს ხელმძღვანელსა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მასზე თავდასხმას უკავშირებს იმას, რომ ის შსს-ს დაცვის პოლიციის ფინანსებს სწავლობს

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავასა და მის მეუღლეზე თბილისში მათი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მოხდა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

კუპრავას თავის ტრავმა აქვს მიღებული, მის მეუღლეს — ხელის მოტეხილობა. „სასწრაფო დახმარების“ ექიმებმა დაშავებულები ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. თავდასხმის მომენტში მათთან ერთად მათი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.

„ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ თუ რამ გამოიწვია და საიდან მომდინარეობდა თავდასხმა ჩემზე. ჩემი ვარაუდით, ეს მომდინარეობს იმ ქმედებებიდან, რასაც მე და ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია რა საქმიანობასაც ეწევა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ რაზეც ვმუშაობთ, ეს არის დაცვის პოლიციაში არსებული გარღვევა 28 მილიონი ლარის,“ — განაცხადა ზვიად კუპრავამ.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ახალციხის საკრებულოს დეპუტატზე თავდასხმა მოხდა

შსს-ში განაცხადეს, რომ გამთენიისას კუპრავას მეზობელთან კონფლიქტი მოუვიდა. სწორედ კუპრავამ გამოიძახა პოლიცია და დახმარება ითხოვა.

„ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კუპრავამ აცნობა, რომ მეზობელმა – გ.დ.-მ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირმა ავტომანქანა დაუზიანა. საპატრულო პოლიციის და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებს ზვიად კუპრავამ თავდაპირველად დახმარებაზე უარი განუცხადა“, — მოჰყავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს შსს-ს წარმომადგენლის სიტყვები.

სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ კუპრავამ „სასწრაფო დახმარება“ თავად გამოიძახა. თავდაპირველად პირველ სამედიცინო დახმარებაზე მან უარი განაცხადა, მოგვიანებით კი ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანაზე დათანხმდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება).


ყველა ახალი ამბავი
0