თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ახალციხის საკრებულოს დეპუტატის ამბარცუმ ბაბოიანის მანქანასთან ახლოს აფეთქება მოხდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ვებგვერდ Akhaltskha.net-ზე დაყრდნობით.
თვითმხილველთა მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შაბათს საღამოს, ქალაქის ერთ-ერთ სპორტსკოლასთან აფეთქდა.
ბაბოიანი იმ დროს სკოლის შენობაში იმყოფებოდა. საბედნიეროდ, შემთხვევითი გამვლელებიც არ დაშავებულან.
თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.