თაღლითურად მოგებული 10 760 ლარი და „ბონუსად" – ცხრა წლამდე პატიმრობა

CC0 / Pixabay / ROOKIE23 / დაკავებული
დაკავებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა, თაღლითური სქემის გამოყენებით, სხვადასხვა ოდენობის თანხა რამდენჯერმე მიითვისეს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ბათუმში ხუთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წარსულში ნასამართლევი ბრალდებულებიდან ორი 1991 წელს არის დაბადებული, ორი — 1990 წელს, ხოლო ერთი — 1986 წელს.

კაზინო - Sputnik საქართველო
ორმა ახალგაზრდამ „ევროპაბეთს" 165 000 ლარი „წააგებინა"

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სლოტ-კლუბში სათამაშო აპარატი წინასწარი შეთანხმებით დააზიანეს, ამის შედეგად 10 760 ლარი „მოიგეს“ და შენობა დატოვეს. კლუბის თანამშრომლებმა მომხდარი ფაქტი საეჭვოდ მიიჩნიეს და პოლიციას მიმართეს.

დადგინდა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის დეკემბერში, მსგავსი თაღლითური სქემის გამოყენებით, სხვადასხვა ოდენობის თანხას რამდენჯერმე დაეუფლნენ.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით არაერთგზის ჩადენილ თაღლითობას და ითვალისწინებს ოთხიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0