ორმა ახალგაზრდამ „ევროპაბეთს" 165 000 ლარი „წააგებინა"

© Pixabay / PIRO4Dკაზინო
კაზინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ „სტარტოვკა", მჭიდი, 7 ვაზნა და გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ტოტალიზატორ „ევროპაბეთის" დაყაჩაღების ბრალდებით ორი ახალგაზრდა დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 იანვარს 22 და 21 წლის ბრალდებულები თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორ „ევროპაბეთის" შენობაში შეიჭრნენ, მოლარეს იარაღის მუქარით 165 000 ლარამდე თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ბრალდებულების ბინების ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი — ე.წ. „სტარტოვკა", მჭიდი, 7 ვაზნა და გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, რომელიც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს და ნივთები, რომლებიც, პირველადი ინფორმაციით, გატაცებული თანხით არის შეძენილი.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ითვალისწინებს 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0