„სუხიშვილები“ და Young Georgian Lolitaz: თბილისელებს სიურპრიზი ელის

© Sputnik / Denis Aslanovანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე გოგონები
ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე გოგონები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანსამბლი „სუხიშვილები“ Young Georgian Lolitaz-ის მუსიკის თანხლებით იცეკვებს

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ძველ ახალ წელს თბილისელებს სიურპრიზი ელით  — 13 იანვარს საქართველოს ნაციონალური ბალეტ „სუხიშვილებისა“ და როკ-ჯგუფ Young Georgian Lolitaz-ის შემოქმედების სინთეზი შედგება.

როკ-ჯგუფმა Young Georgian Lolitaz-ი საქართველო „ევროვიზია 2016“-ზე წარმოადგინა.

მუსიკისა და სხვადასხვა სტილის ცეკვის ამ უცნაურ შერწყმას მაყურებელი ვარდების მოედანზე მულტიფუნქციურ სივრცეში „რესპუბლიკა“ 21:00 საათზე იხილავს.

ნინო რამიშვილი - Sputnik საქართველო
ცეკვა ერთ მილიონზე - „სუხიშვილების“ ანსამბლი დაზღვეულია

„ჩვენ დავუკრავთ, „სუხიშვილები“ იცეკვებენ. ეს იქნება ერთი კომპოზიცია. რას დავუკრავთ, ვერ გაგიმხელთ: მობრძანდით, ნახეთ. სიურპრიზია. ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს რაღაც ახალი იქნება“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ ჯგუფ Young Georgian Lolitaz-ის ფრომტმენმა ნიკა კოჩაროვმა.

საღამოზე „სუხიშვილები“ ასევე შეასრულებენ თავის ახალ პროგრამას „ცეკვა ქართული“. მასში შედის „თამაში“, რომელიც ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე „რქაწითელი“ დაიდგა, ცეკვები „ოტობაია“, „ორნამენტი“ და სხვ.

საღამოს ფინალში დაუკრავენ დიჯეები N!koloz (ნიკოლოზ ამირეჯიბი) და Liza Rivs (ლიზა ბასილაია).

კონცერტის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ფილარმონიის სალაროებში და ონლაინ.


ყველა ახალი ამბავი
0