პანკისში დაჭრილ მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვენენ

© Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო კლინიკა
ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დათანხმდა თურქეთში მის გადაყვანაზე

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც ცნობილ ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირშია ეჭვმიტანილი, ბოლო მონაცემებით, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანენ.

მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დახმარებაში ბრალდებულების დაკავების სპეცოპერაციისას დაიჭრა. სუს-ში განმარტეს, რომ სპეცრაზმელებმა მას თავში და მხარში მას შემდეგ ესროლეს, როდესაც შენიშნეს, რომ ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. ოჯახში ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ 19 წლის ბიჭს მაშინ ესროლეს, როდესაც ის საწოლში იწვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა - Sputnik საქართველო
ახალი დეტალები ტერორისტ ჩატაევთან კავშირში ბრალდებულების საქმეში

დღეისათვის მაჩალიკაშვილი თბილისში მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

მაჩალიკაშვილის დაჭრის შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოჯახის მიერ შერჩეულ უცხოურ კლინიკაში მისი მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავდა. ქართველი მედიკოსები პაციემტის ტრანსპორტირებას რამდენიმე კონსილიუმის შემდეგ დათანხმდნენ.

ექიმების გადაწყვეტილების შემდეგ დადგა კლინიკის შერჩევის საკითხი. 

ამჟამად ცნობილია, რომ ოჯახი განიხილავდა თურქეთის, გერმანიისა და ავსტრიის კლინიკებს. თუმცა მძიმე პაციენტის მიღებაზე ზოგიერთმა კლინიკამ უარი განაცხადა.

კლინიკების შერჩევის პროცესმა მაჩალიკაშვილის ოჯახსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის უთანხმოება გამოიწვია. ოჯახმა გერმანიის საუკეთესო კლინიკა შეარჩია — კლინიკა „შარიტე“ ბერლინში.

კლინიკასთან მოლაპარაკების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უარი მიიღეს. დაშავებულის ახლობლებს ეს პასუხი არ აკმაყოფილებდა. ოჯახის ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ბერლინის კლინიკამ მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკურნალობის საფასურის გადახდაზე უარი თქვა. სამინისტროში ეს ინფორმაცია უარყვეს.

მოგვიანებით იმ კლინიკის ხელმძღვანელმა, რომელშიც მაჩალიკაშვილი მკურნალობს, ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ ოჯახმა თურქეთში კლინიკა უკვე შეარჩია — კოჩის საიუნივერსიტეტო გოსპიტალი.

მამაკაცი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
უკავშირდება თუ არა პანკისის ხეობაში დაკავებული ჩატაევის დაჯგუფებას

„ჩემი ინფორმაციით, ოჯახი უკვე დათანხმდა. ჯანდაცვის სამინისტრომ პროცედურები დაიწყო. ჩვენ უნდა გავიაროთ გარკვეული პროცედურები, რასაც დრო სჭირდება. მომენტალურად ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება. ჯერჯერობით ვადებს ვერ დავასახელებ“, — განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ეჭვმიტანილიდან დაზარალებულამდე?

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პროკურატურას მიმართა მოთხოვნით მაჩალიკაშვილი დაზარალებულ მხარედ აღიარონ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის თამთა მიქელაძის თქმით, სპეცრაზმმა მაჩალიკაშვილის მიმართ ძალა არაპროპორციულად გამოიყენა.

მთავარ პროკურატურაში ორგანიზაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

თვის დასაწყისში სუს-მა მაჩალიკაშვილის და იმავე სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულების — ზურაბ გორნაკაშვილის, რუსლან ალდამოვის, რამაზ მარგოშვილის და ბადურ ჩოფანაშვილის ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ახალი მტკიცებულებები გამოაქვეყნა.

ექიმები ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
ავსტრიის კლინიკამ მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა

გარდა ამისა, სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც ერთად არიან აღბეჭდილი მაჩალიკაშვილი, დაკავებული შოიაფ ბორზიევი და 2017 წლის ნოემბერში სპეცოოპერაციისას ლიკვიდირებული ასლანბეგ სოლტახმადოვი.

სუს-მა საქმის სხვა დეტალებიც გამოაქვეყნა. კერძოდ, გაბრიელ სალოსის გამზირზე იმ ბინის დათვალიერებისას, რომელშიც ჩატაევი და მისი თანამზრახველები იმალებოდნენ, თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე საბანკო ხელშეკრულება აღმოაჩინეს. საბანკო ხელშეკრულებაში, ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, სამი უცხოური რეკვიზიტია მითითებული.


ყველა ახალი ამბავი
0