უკავშირდება თუ არა პანკისის ხეობაში დაკავებული ჩატაევის დაჯგუფებას

© AP Photo / Peter Dejongმამაკაცი ხელბორკილებში
მამაკაცი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ომალოს მცხოვრებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა დიდი რაოდენობის იარაღი აღმოუჩინეს

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლებმა დააკავეს პანკისის ხეობის მცხოვრები ბადო ჩოფიკაშვილი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ცნობილი ჩეჩენი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის დაჯგუფებას უკავშირდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა, საიდან ჰქონდათ თბილისში ტერორისტებს იარაღი

სუს-ის სპეცოპერაცია პანკისის ხეობის სოფლებში — ომალოსა და დუისში სამშაბათ დილას ჩატარდა. ჩოფიკაშვილის გარდა, დაკავებულია კიდევ ორი ადამიანი — ძმები ტამერლან და რუსლან მაჩალიკაშვილები. ჩოფიკაშვილის სახლიდან დიდი რაოდენობის იარაღი ამოიღეს.

რაც შეეხება ჩატაევს, ის უკვე ცოცხალი აღარ არის. მან თავი აიფეთქა თბილისში 21-22 ნოემბერს ჩატარებული მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, რომელიც თითქმის 24 საათი გაგრძელდა. დაკავებულია ერთი ადამიანი — რუსეთის მოქალაქე საიდ დუდაევი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო ოთხი დაშავდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0