ბუნების სიყვარულით შთაგონებული ხელოვნება და ხეზე დახატული საოცარი არსებები

© Photo: Courtesy of Birdieმოხატული დეკორაცია
მოხატული დეკორაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაგდა სოლოღაშვილი რამდენიმე წელია დეკორატული ნივთების შექმნით დაინტერესდა. ხატავს ხის დაფებზე, ქმნის მინიატურულ საკიდებს, სახლის დეკორაციებს. თვითნასწავლი ხელოვანი უზომოდ არის შეყვარებული ბუნებაზე, ცხოველებზე, ფრინველებზე, რაც მის ნამუშევრებზე მკაფიოდ აისახება.

მაგდა „Sputnik–საქართველოს“ საკუთარი შემოქმედების, ოცნებების და მიზნების შესახებ ესაუბრა.

© FB / Magda Sologashviliმაგდა სოლოღაშვილი
მაგდა სოლოღაშვილი - Sputnik საქართველო
მაგდა სოლოღაშვილი

— დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი. თუმცა ამ განხრით არ მიმუშავია. ამჟამად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობ.

© Photo: Courtesy of Birdieმოხატული დეკორაცია
მოხატული დეკორაცია - Sputnik საქართველო
მოხატული დეკორაცია

– როდის და რატომ დაინტერესდით ხელნაკეთი ნივთების შექმნით?

— ძალიან მომწონს სახლის ისეთი ინტერიერი, სადაც სადა კედლებია და აქცენტი ლამაზ, დახვეწილ დეკორატიულ ნივთებზეა გაკეთებული. დაახლოებით ორი წლის წინ გადავწყვიტე თავადაც შემექმნა კედლის საკიდები. თავიდან საკუთარი სახლისთვის ვხატავდი. დროთა განმავლობაში დაგროვდა დიდი რაოდენობის ნივთები, კედლები ვეღარ იტევდა ამდენს. როცა მეგობრებმა ნახეს, ძალიან მოეწონათ და მირჩიეს საზოგადოებისთვისაც გამეზიარებინა. შევქმენი ფეისბუქის გვერდი, რასაც დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა.

© Photo: Courtesy of Birdieმოხატული დეკორაცია
მოხატული დეკორაცია - Sputnik საქართველო
მოხატული დეკორაცია

– რა არის თქვენი ინტერესის სფერო, როგორ ნივთებს და დეკორაციებს ქმნით?

— ვხატავ ხის დაფებზე, ვაკეთებ გასაღების საკიდებს, სარკეებს… ჩემი ინტერესის სფერო ბუნება და მასთან დაკავშირებული ქმნილებებია. თითქმის ყველა დაფაზე ნახავთ ყვავილს, ჩიტს. თავიდან სწორედ ამ თემით დავიწყე ხატვა. თუმცა განსხვავებულ რამეებსაც ვხატავ, მოთხოვნიდან გამომდინარე. ჩემი მთავარი ხაზი კი მაინც ჩიტებია.

© Photo: Courtesy of Birdieმოხატული დეკორაცია
მოხატული დეკორაცია - Sputnik საქართველო
მოხატული დეკორაცია

- რამდენად აქტუალურია დღეს საქართველოში ხელნაკეთი ნივთები?

— ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად ვხვდებით ხელნაკეთ ნივთებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ძალიან კარგია. ადრე მაინც იშვიათობა იყო. შემფასებელი მრავალნაირია, ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგის ინტერესში კი არ ჯდება. გემოვნების საკითხია, ვის რა ურჩევნია.

© Photo: Courtesy of Birdieმოხატული დეკორაცია
მოხატული დეკორაცია - Sputnik საქართველო
მოხატული დეკორაცია

– რამდენად სასიამოვნოა მათი შექმნის პროცესი თქვენთვის, რას განიცდით ამ დროს?

— თითქმის ყოველდღე, სამსახურის შემდეგ ვხატავ. რაც არ უნდა რთული დღე მქონდეს, საღამოს ისე ვიკარგები ხატვის პროცესში, რომ ჩემდაუნებურად ვისვენებ. კმაყოფილების გრძნობა მეუფლება, როცა ახალ და საინტერესო ფიგურებს ვქმნი და ვძერწავ ფუნჯით. ყოველთვის ვცდილობ დაწყებული ნახატი იმავე დღეს დავასრულო, რაც არ უნდა გვიანობამდე მომიწიოს მუშაობა, რადგან ის მუხტი და განწყობა, რაც სწორედ იმ დღეს მაქვს, შეიძლება მეორე დღეს აღარ მქონდეს.

© Photo: Courtesy of Birdieმოხატული დეკორაცია
მოხატული დეკორაცია - Sputnik საქართველო
მოხატული დეკორაცია

 

– ვის აზრს და რჩევებს ითვალისწინებთ ყველაზე ხშირად?

— ხშირად ვეკითხები რჩევებს ოჯახის წევრებს, თუმცა ძირითადად მაინც ჩემი გემოვნებით და ინტერესის მიხედვით ვხატავ. როცა ინდივიდუალური შეკვეთები მაქვს, ვცდილობ მაქსიმალურად გავითვალისწინო დამკვეთის მოთხოვნა. ჩემი აზრით, ეს აუცილებელი პირობაა, რომ ისეთი ნივთი შევქმნა, როგორსაც ელიან.

© Photo: Courtesy of Birdieმოხატული დეკორაცია
მოხატული დეკორაცია - Sputnik საქართველო
მოხატული დეკორაცია

– რა მასალით ქმნით ნივთებს, როგორ ხატავთ და აფორმებთ მათ?

— ძირითადად ხეზე ვხატავ აკრილის საღებავით, თუმცა აკვარელით და გუაშითაც მიხატია საჭიროებისამებრ. ხე ძალიან სასიამოვნო მასალაა სამუშაოდ, ამავე დროს ეკოლოგიურად სუფთაა. როცა მთავარ, ძირითად ფიგურას დახატავ, მისი ლამაზი დეტალებით და აქცენტებით შემკობა სახალისოა.

© Photo: Courtesy of Birdieმოხატული დეკორაცია
მოხატული დეკორაცია - Sputnik საქართველო
მოხატული დეკორაცია

– საახალწლო დეკორაციებსაც ამზადებთ?

— უკვე მეორე ახალი წელია, რაც ამ თემაზე მუშაობა მომიწია. შემოდგომით, აცივდება თუ არა, ვიწყებ წინასაახალწლო ფუსფუსს. წელს დიდი მოთხოვნა იყო ამ თემატიკაზე, განსაკუთრებით მათგან, ვინც Secret Santa-ში იყო ჩართული. დაფებს მიკვეთავდნენ თავიანთი ადრესატების ინტერესების მიხედვით. 16-17 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ სტარტაპ მარკეტი გაიმართა. პირველად მივიღე მონაწილეობა. ძალიან კარგი სივრცე იყო სტარტაპერებისთვის. საშუალება მომეცა ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო და წარმედგინა ჩემი ნამუშევრები. ჩემ დახლს თითქმის ყველა ადამიანი ღიმილით უახლოვდებოდა, რადგან იქიდან სასაცილო და საყვარელი ჩიტები, მელიები, ციყვები და ირმები უღიმოდნენ. ვფიქრობ, მომხმარებელი უკმაყოფილო არ დარჩენილა.

© Photo: Courtesy of Birdieმოხატული დეკორაცია
მოხატული დეკორაცია - Sputnik საქართველო
მოხატული დეკორაცია

– რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

— ვფიქრობ, უმთავრესი შინაგანი კმაყოფილებაა. თავადვე უნდა მოგწონდეს ნივთი, რომ შემდეგ სხვას შესთავაზო.  ამიტომ, ვცდილობ მაქსიმალურად დადებითი ემოციით დატვირთული ნივთები შევქმნა.

– რაზე ოცნებობთ?

— ვოცნებობ ქალაქის ცენტრალურ და მყუდრო უბანში პატარა მაღაზია-სახელოსნო მქონდეს. იქ ვიჯდე და მთელი დღე ვხატავდე. თბილი და დადებითი სხივები იფრქვეოდეს ფანჯრებიდან, ეცემოდეს გამვლელებს და ისრუტავდეს შიგნით…

 

ყველა ახალი ამბავი
0