გარდაიცვალა ქართველი ფილოსოფოსი მიხეილ ნანეიშვილი

© FB / Giorgi Kvirikashviliმიხეილ ნანეიშვილი
მიხეილ ნანეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობაში აღნიშნეს ფილოსოფოს მიხეილ ნანეიშვილის დამსახურებები. ის 83 წლისა გარდაიცვალა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს.

მიხეილ ნანეიშვილი 83 წლისა გარდაიცვალა.

„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო. მიხეილ ნანეიშვილის აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას უკავშირდება. იგი თავისი პიროვნული ღირსებებით, პრინციპულობით, მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პოზიციით ქართული საზოგადოების გამორჩეული წევრი იყო. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ მიხეილ ნანეიშვილის ოჯახის წევრებს, მის კოლეგებსა და ახლობლებს", — ნათქვამია კვირიკაშვილის Facebook-გვერდზე.

მარიკა ლორთქიფანიძე ტაძარში - Sputnik საქართველო
ქვეყნის პირველი პირები მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

მიხეილ ნანეიშვილი 1934 წელს თბილისში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში.

1990 წელს ნანეიშვილი აირჩიეს ეროვნული ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ; 1992 წელს ის პარლამენტის წევრი გახდა.

1992-1993 წლებში იყო ფრაქცია „ლიბერალების" თავმჯდომარე.

1992-1995 წლებში იყო საკონსტიტუციო ჯგუფის წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0