საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სისტემური რეფორმები დაიწყო.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ალექსანდრე ხვადაგიანი უხელმძღვანელებს, ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ალექსანდრე ხვადაგიანი სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დღეს წარადგინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელმაც უწყების დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სისტემურ რეფორმებზე ისაუბრა.

2018 წლის 1 იანვრიდან, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, გაუქმდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და შეიქმნა ახალი სტრუქტურა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია და რომელსაც გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ამავე სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და  მღებრიშვილის უწყებას დაექვემდებარა.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შევქმნათ დასავლური სტანდარტების ისეთი სამსახური, რომლის იმედიც ექნება საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის სტუმარს", – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.

მაშველი მეხანძრე ბორჯომის ტყეში ხანძრის დროს - Sputnik საქართველო
საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი ამოქმედდება

გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ უწყებაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში წელს გაუმჯობესდება მეხანძრე-მაშველების სოციალური გარანტიები და სისტემა თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება.

ალექსანდრე ხვადაგიანი 2017 წლის მაისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა, თუმცა შემოდგომის მიწურულს სამთავრობო ცვლილების შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0