რუსთავი–წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ავტობუსში 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ მიმავალ სამგზავრო ავტობუსს რუსთავი–წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შენობები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
თბილისში ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა

ავტობუსში დაახლოებით 50-მდე მგზავრი, ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

თვითმხილველების განცხადებით, ავტობუსის მძღოლმა სალონში გათბობა ჩართო, რის შემდეგაც ძლიერი დაკვამლიანება დაიწყო.

ავტობუსის დატოვება მგზავრებმა დროულად მოახერხეს.

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და, შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.

ყველა ახალი ამბავი
0